Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების შესახებ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2019 წლის ბიუჯეტის მუხლი –2.2.–ის საფუძველზე ვბრძანებ 1. განხორციელდეს „მიზნობრივი სამეცნიერო–კვლევითი პროექტების“ კონკურსი; 2. „მიზნობრივი სამეცნიერო–კვლევითი პროექტების“ განსახორციელებლად ფაკულტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოს 50 000 ლარი; 3. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საპროექტო წინადადება უნდა წარმოადგინონ თანდართული მოთხოვნების მიხედვით (იხ. დანართი); 4. საკონკურსო პროექტების ბმულზე ატვირთვის ვადა – ა.წ. 11 თებერვლის 17.00 სთ–მდე. 5. საკონკურსო საბუთები, ხოლო შემდგომში, დასრულებული პროექტის ანგარიში (ტექნიკური და ანალიტიკური) უნდა აიტვირთოს ბმულზე https://www.tsu.ge/ge/faculties/social/books/iv5pzb1oe4ukrny_- /zbhly8sltj3bpsk2b// 6. გამარჯვებული პროექტები გამოცხადდეს 20 თებერვალს; 7. პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობა 8 თვე (2019 წლის 15 მარტიდან 15 ნოემბრამდე); 8. პროექტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 15 000 ლარს; 9. პროექტის მონაწილეთა ანაზღაურება განხორციელდება ეტაპობრივად პროექტის ხელმძღვანელის მიერ პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს ანგარიშის წარმოდეგნის შემდგომ; 10. დაფინანსებული სამეცნიერო–კვლევითი პროექტის მართვას ახორციელებს პროექტის ხელმძღვანელი, რომელიც პასუხისმგებელია პროექტის პროგრამულ მხარის წარმართვასა და საბიუჯეტო თანხების მიზნობრივ ხარჯვაზე; 11. პროექტის დასრულებიდან 12 თვის განმავლობაში პროექტის მონაწილეებმა უნდა უზრუნველყონ საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალში სამეცნიერო პუბლიკაციის წარდგენა; 12. პროექტების შერჩევას, დაფინანსებული სამეცნიერო–კვლევითი პროექტის მიმდინარეობასა და შედეგების მონიტორინგს ახორციელებს დეკანის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:  თამარ დოლბია – კომისიის თავჯდომარე, ასოცირებული პროფესორი, ფაკულტეტის დეკანი  თეონა მატარაძე – კომისიის მდივანი, ასოცირებული პროფესორი, დეკანის მოადგილე სამეცნიერო დარგში  ვალერიან მელიქიძე – ასოცირებული პროფესორი, დეკანის მოადგილე სასწავლო დარგში;  იაგო კაჭკაჭიშვილი – პროფესორი, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების ხელმძღვანელი  ზურაბ დავითაშვილი – პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელი  ნინო ჭალაგანიძე – ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელი  სალომე დუნდუა – ასოცირებული პროფესორი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი  თეა ვახანია – ფაკულტეტის ფინანსური კონსულტანტი 13. დეკანის სამდივნომ უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება. 14. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

დანართი